რიმა ბერაძემ კახა კალაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

რიმა ბერაძემ კახა კალაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა

159
გაზიარება

“ჩემი გამოსვლა მინდა,დავიწყო მადლობით “ – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, რიმა ბერაძე თბილისის მერის წლიური ანგარიშის წარდგენას საკრებულოში. რიმა ბერაძემ კახა კალაძეს ჩუღურეთის მოსახლეობისგან მადლობა გადასცა და განაცხადა, რომ თბილისის მერიისა და საკრებულოს აქტიური თანამშრომლობით დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე კეთდება.
დეპუტატის თქმით, მერიისა და გამგეობის თანადგომით, ჩუღურეთის არაერთი მცხოვრები საცხოვრებელს მიიღებს. ხოლო იმ შენობების რეაბილიტაციას, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებენ, მთავრობა დააფინანსებს.
,,დღეს დედაქალაქის უპრეცედენტოდ მაღალ ბიუჯეტს განვიხილავთ, რომელიც თბილისის მცხოვრებლების საჭიროებებს ზედმიწევნით ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ, მადლობას იმ თითოეული მოქალაქის სახელით გიხდით, რომლებმაც თქვენთვის ამის თქმა დამაბარეს. მადლობას გიხდით ასევე იმ 5000-მდე სტუდენტის სახელითაც, რომელთა მხარდასაჭერადაც მერია ძალისხმევას არ იშურებს და მათი სწრაფი და კომფორტული გადაადგილებისთვის ახალი ავტობუსები დაინიშნა. მადლიერნი არიან იმ 450 ბავშვის მშობლებიც, რომელთა შვილებისთვისაც მერიამ, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, 3 ბაღის რეაბილიტაციის პროექტი წამოიწყო. მადლობა თითოეული თბილისელისგან, რადგან მგზავრობა ისეთი უსაფრთხო და კომფორტულია, როგორც არასდროს. და რაც მთავარია მადლობა, თქვენი პირადი გადაწყვეტილებით გადარჩენილი თითოეული სიცოცხლისთვის“ -დასძინა რიმა ბერაძემ.
საკრებულოს დეპუტატმა ქალაქის მერს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარი