როგორ შეხვდა აშშ 2020 წელს (ვიდეო)

როგორ შეხვდა აშშ 2020 წელს (ვიდეო)

95
გაზიარება

ნიუ-იორკში ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს ამერიკაში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საახალწლო ტრადიციას – ბროლის ბურთის “ჩამოვარდნას” ტაიმზ-სკვერზე.

ყოველწლიურად ბროლის ბურთის ჩამოვარდნა შესაბამის თემატიკასთანა დაკავშირებული. როგორც წესი, ის გასული წლის ყველაზე აქტუალურ პრობლემას ასახავს. წელს ორგანიზატორებმა შეარჩიეს ეკოლოგიის და კლიმატის ცვლილების თემატიკა. ცერემონიაში წელს ნიუ-იორკის სკოლების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც ეკოლოგიის პრობლემებით არიან დაკავებული.

შუაღამის დადგომის შემდეგ, კიდევ ერთი ტრადიციის მიხედვით, ტაიმზ-სკვერზე ფრენსკ სინატრას კომპოზიცია – New York, New York გაჟღერდა.

ტაიმზ-სკვერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ამერიკელებისთვის ახალი წლის შესახვედრად. ბროლის ბურთის “ჩამოვარდნის” სანახავად, საუკეთესო ადგილებს ამერიკელები წინასწარ იკავებენ.

 

კომენტარი