ახალი წლის სამზადისი XIX-XX საუკუნის გაზეთებში

ახალი წლის სამზადისი XIX-XX საუკუნის გაზეთებში

165
გაზიარება

როგორი იყო ახალი წლის სამზადისი და სურვილები, რომელსაც გაზეთების რედაქციები მკითხველებს გასულ საუკუნეებში უზიარებდნენ.

“ქართულმა კვირამ” მე-19-მე-20 საუკუნის რამდენიმე საინტერესო და სახალისო საახალწლო მიმართვა შეკრიბა: 

“ეს ერთი წელიწადიც ჩავატარეთ ასკინკილით ჟამთა-უფსკრულში და ახლა ახალს მოველით, რომ იმავე აღტაცებით, დიდის იმედებით მივეგებნოთ და იმავე ერთ-გვარობით და უფერულად-კი გავატაროთ. ან და რა გვაქვს საქებური? რა თამბალიტები შევიძინეთ, რომ ქუდები ჰაერში ავაგდოთ და ფიანდზად გავეშალოთ მომავალს წელს. ძაღლი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო? მოსვლით რა მოგვიტანა და წასვლით რას შეგვძენს” – 1886 წ. „თეატრი“ – საახალწლო მიმართვის ფრაგმენტი.

1885 წ., „თეატრი“
დღესასწაულების წინ გახშირებული საქველმოქმედო საღამოები ციხისა და ტუსაღების სასარგებლოდ.

“როგორღაც ტალახიანი და მოღრუბლული ახალი წელი გვითენდება წელს. კაი კი იქნებ თუ დაგვებედეა და მთელი წლის განმავლობაში ამისთანა დღეებმა გასტანა. მაგრამ მოღრუბლულ დღეებსა და გატალახიანებულ ქუჩებს როგორც იქნება გავუძლებთ, საქმე ის არის: გული გვქონდეს სუფთა და სინდისი მოწმენდილი. მა ვინატროთ მთელი ამ წლის განმავლობაში ყველა ჩვენი მკითხველისათვის…”-  1 იანვარი, 1878 წელი.

ქ შ წ კ გ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა-ს ფოტო.

ქ შ წ კ გ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა-ს ფოტო.

ქ შ წ კ გ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა-ს ფოტო.

წყარო: ქართული კვირა

კომენტარი