რამდენი ახალი სკვერი შეემატა გასულ წელს თბილისს და რამდენი რეაბილიტირდა?

რამდენი ახალი სკვერი შეემატა გასულ წელს თბილისს და რამდენი რეაბილიტირდა?

200
გაზიარება

გასულ წელს დედაქალაქის ათივე რაიონში აქტიურად მიმდინარეობდა ინფრასტრუქტურული, მათ შორის, ახალი სკვერების მოწყობის სამუშაოები. “სითი კვირა” დაინტერესდა, თუ რამდენი ახალი სკვერი მოეწყო 2019 წელს თბილისში, რამდენი შეაკეთეს და როგორია თითოეული რაონის მაჩვენებელი.

კონკრეტული მონაცემები ასეთია:

  • გლდანის რაიონი – მოეწყო და რეაბილიტირდა 8 დიდი და 31 პატარა ფართობის სკვერი;
  • ისნის რაიონი – მოეწყო 2 ახალი სკვერი, ხოლო აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 სკვერს;
  • კრწანისის რაიონი – მოეწყო 5 ახალი და რეაბილიტირდა 11 სკვერი;
  • ნაძალადევის რაიონი – რეაბილიტირდა დიდი ფართობის ორი არსებული სკვერი და მოეწყო ერთი ახალი სკვერი. ასევე, მოეწყო 24 ახალი, პატარა ფართობის სკვერი;
  • საბურთალოს რაიონი – მოეწყო და რეაბილიტირდა 30 სკვერი;
  • სამგორის რაიონი – მოეწყო 15 ახალი სკვერი, მათ შორის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 სკვერს;
  • ვაკის რაიონი – მოეწყო 10 ახალი სკვერი და რეაბილიტირდა 13 სკვერი;
  • დიდუბის რაიონი – მოეწყო 7 ახალი სკვერი და რეაბილიტირდა 48 სკვერი;
  • მთაწმინდის რაიონი – მოეწყო 4 ახალი სკვერი, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9 სკვერს;
  • ჩუღურეთის რაიონი – მოეწყო 4 ახალი სკვერი, ხოლო აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა 42 სკვერს.

კომენტარი