სინგაპური – დანგრეული ქალაქიდან მოწინავე ქვეყნამდე

სინგაპური – დანგრეული ქალაქიდან მოწინავე ქვეყნამდე

173
გაზიარება

სინგაპური ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ლამაზი სახელმწიფოა აზიაში. ახლა ტურისტები აღფრთოვანებით უღებენ ფოტოებს ქალაქს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. დაახლოებით, 100 წლის წინ სინგაპური ბრიტანეთის ერთ-ერთი კოლონია გახლდათ. ქვეყანას არ ჰქონდა არანაირი რესურსი, მათ წყლის იმპორტირებაც კი უწევდათ. დღეს ეს სურათი რადიკალურად განსხვავებულია.

ლი კუან იუ სინგაპურის აღმზევებლად შერაცხეს. ის ქვეყანას დამოუკიდებლობის მიღებიდან საკუთარი სიცოცხლის ბოლომდე უძღვებოდა. ამ დროის განმავლობაში, დანგრეული ქალაქიდან მან მოწინავე ქვეყანა ააშენა. როგორ მოახერხა ეს? ლის წარმატების საიდუმლო ისაა, რომ იგი საკუთარ პრინციპებს არ ღალატობდა.

“ჩვენ სინგაპური სრულიად არაფრისგან შევქმენით. 150 ადამიანისგან შემდგარი სოფელი ვაქციეთ დიდ ქალაქად ეკვატორიდან 2 გრადუსის დაშორებით. ეკვატორთან ასე ახლოს მხოლოდ მაიას ცივილიზაცია არსებობდა”,- იხსენებდა ლი კუან იუ.

პრემიერ-მინისტრს კორუფციის განადგურება სურდა და რადიკალურ ზომებსაც იღებდა:

“თუ გსურთ, მოსპოთ კორუფცია, მაშინ მზად უნდა იყოთ, ციხეში გაუშვათ საკუთარი მეგობრები და ოჯახის წევრები”, – ამბობდა ის.

 

მან ხელფასები გაზარდა, რათა ცდუნება ნაკლები ყოფილიყო. დამოუკიდებელი მედია შექმნა, რომელიც 24/7-ზე პოლიტიკოსების ცხოვრებას აშუქებდა. თუკი ვინმე ხარჯავდა იმაზე მეტს, ვიდრე გამოიმუშავებდა, მაშინ რისკავდა ყველაფერს: სამსახურს, ფულს, შეღავათებს… ამასთან ერთად, ჯარიმა ქრთამისთვის 100 ათას დოლარს შეადგენდა.

კომენტარი