კახა კალაძემ საქართველოს მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა

კახა კალაძემ საქართველოს მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა

62
გაზიარება
თბილისის მერი კახა კალაძემ საქართველოს მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა.
“გილოცავთ  შობის დღესასწაულს! გილოცავთ სიკეთის დაბადებას!
გილოცავთ ჩვენს გულებში გაჩენილ იმედის სხივს, რომელიც გვავსებს რწმენით და გვაძლევს ძალას, გვჯეროდეს სიყვარულის მარადიულობის! გილოცავთ ყველას, ვის გულშიც უფალი იშვა.
მინდა, გისურვოთ კეთილდღეობა და მშვიდობა თქვენს ოჯახებში.
მინდა, ვისურვო ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, მეტი სიყვარული ერთმანეთის, მეტი ერთობა და გამთლიანება. შობას გილოცავთ!” – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარი