სხვადასხვა ქვეყნის საშობაო ტრადიციები

სხვადასხვა ქვეყნის საშობაო ტრადიციები

156
გაზიარება

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს შობის დღესასწაულს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად ერთმანეთის მსგავსად  აღნიშნავენ, არსებობს საკუთარი, ორიგინალური დეტალი. მთავარი მაინც ისაა, რომ შობას ყველა ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში ხვდება.

ავსტრალია

ავსტრალიელებს შობის დღესასწაულისთვის ნაძვის ხის მორთვა ჩვენთვის უჩვეულო სათამაშოებით უყვართ, პროდუქტებით, რომლებითაც ასე ამაყობენ: შოკოლადითა და მარციპანით. მთელი ქვეყნის მასშტაბით, შობამდე კარგა ხნით ადრე სპეციალური ბაზრობები იხსნება.

საშობაო მარხვის წინ, რომელსაც ავსტრალიელები ადვენტს უწოდებენ, სახლებში სპეციალურ გვირგვინს რთავენ, რომელზეც შემდეგ 4 სანთელს ამაგრებენ. მარხვის პირველ კვირა დღეს ჯერ ერთ სანთელს ანთებენ, მომდევნოზე- მეორეს და ასე შემდეგ, შობამდე.

იტალია

იტალიელები მხიარული ხალხია, ამიტომ შობა მათთვის ოჯახური შეკრების კიდევ ერთი მიზეზია. აუცილებელია წინასწარ სახლის საგულდაგულოდ დალაგება, რასაც ტრადიციის მიხედვით, თან ნაციონალური მუსიკა უნდა ახლდეს. შობამდე ერთი თვით ადრე იტალია წითელი ფერით ივსება. ძველი ავეჯისა და ნაგვის გადმოყრა ფანჯრებიდან, ტურისტულ მითად უფრო შემორჩა, ვიდრე რეალობად.

ესტონეთი

ესტონეთმა საშობაო ტრადიციების უმრავლესობა სკანდინავიის ქყვენებისგან დაისესხა. ისინი არსად ჩქარობენ. ტრადიციის მიხედვით, მათთვის ყველა დღესასწაულის აღნიშვნა შეიძლება აბანოსა და საუნაში.

დიდი ბრიტანეთი

გარდა გამომცხვარი ინდაურისა, დიდ ბრიტანეთში არც ისე დიდი ხნის წინ ახალი ტრადიცია გაჩნდა, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. გარდა ამისა, აღნიშნულის ტრანსლირება ყველა სატელევიზიო არხზე ხდება, ალბათ, იმიტომ, რომ შობისა და ახალი წლის შეხვედრა ჯერ ასე თავში არავის მოსვლია. თავად განსაჯეთ – შობის ღამეს ბრიტანელები ღია სივრცეში, გაყინულ წყალში ეშვებიან. ეს ტრადიცია მოდის ლონდონიდან, სადაც რამდენიმე წლის წინ სანტა კლაუსები, იმის მაგივრად, რომ ბავშვებისთვის საჩუქრები დაერიგებინათ, ერთმანეთის მიყოლებით, ჰაიდ-პარკში მდებარე ტბაში ხტებოდნენ.

მექსიკა

შობას მექსიკაში ცოტა განსხვავებულად აღნიშნავენ. მექსიკის ერთ-ერთ ქალაქში მთავარი საშობაო კერძი ბოლოკია. იქ ბოლოკის ფესტივალი ტარდება, სადაც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დასწრების ბილეთი ბოლოკისგან გამოჭრილი ნებისმეირი ფიგურა ან რაიმე პერსონაჟია. ფესტივალის ბოლოს კომპეტენტური ჟიური გამარჯვებული ფიგურის მფლობელს გამოავლენს.

კომენტარი