ფინეთში სამუშაო კვირა 4 დღემდე, სამუშაო დღე კი, 6 საათამდე შემცირდება

ფინეთში სამუშაო კვირა 4 დღემდე, სამუშაო დღე კი, 6 საათამდე შემცირდება

4702
გაზიარება

ფინეთში სამუშაო კვირის 4 დღემდე, ხოლო სამუშაო დღის 6 საათამდე შემცირება იგეგმება.

შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება ქვეყნის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა მოახდინა, წერს The Daily Mail.

მედიის ინფორმაციით, მარინმა მინისტრთა კაბინეტს მოქნილი გრაფიკის შემუშავება დაავალა.

სანა მარინის თქმით, ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ ოჯახებთან, საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატარონ, ასევე თავისუფალი დრო გამოიყენონ და ცხოვრების სხვა ასპექტებით დატკბნენ.

წყარო:kvira.ge


გამომდინარე იქიდან, რომ ეს სიახლე არაერთ ქართულ, მათ შორის, ჩვენს ვებგვერდზეც გავრცელდა და მკითხველები მას ამ წუთებშიც ეცნობიან, გადავწყვიტეთ, არ წავშალოთ ზემოხსენებული მასალა და აქვე მოგაწოდოთ ახალი, რომელშიც დეტალურადაა ახსნილი, თუ რამ გამოიწვია ის შეცდომა, რომელსაც არაერთი ცნობილი გამოცემის ვებგვერდზე შეხვდებით 👇

ფინეთში სამუშაო დღეების შემცირების შესახებ ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა – რა მოხდა სინამდვილეში

კომენტარი