თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსის მიმდებარე ფერდობი დაასუფთავეს

თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსის მიმდებარე ფერდობი დაასუფთავეს

131
გაზიარება

თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსის მიმდებარედ არსებული გამწვანებული ფერდობის დასუფთავებისა და მოწესრიგების მასშტაბური სამუშაოები განახორციელა.

აღნიშნული ტერიტორია ამონაყრისგან და ლელქაშისგან გაიწმინდა. ფერდობზე გაისხლა და დაფორმირდა ხე-მცენარეები, მოწესრიგდა მწვანე საფარი.

კომენტარი