როგორ აღმოაჩინეს სახლის სარემონტო სამუშაოებისას მიწისქვეშა ქალაქი

როგორ აღმოაჩინეს სახლის სარემონტო სამუშაოებისას მიწისქვეშა ქალაქი

466
გაზიარება

ეს ამბავი 1963 წელს კაპადოკიაში მოხდა. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი პატრონის ჩვეულებრივი სახლის სარემონტო სამუშაოებისას გამოქვაბულის კარი გახსნეს. ასე აღმოაჩინეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიწისქვეშა ქალაქი მსოფლიოში – დერინკუიუ (ითარგმნება, როგორც “ღრმა ჭა”).

ქალაქ-ლაბირინთის მასშტაბები, რომელიც სრულად იმალება მიწისქვეშ, მართლაც გასაოცარია. როგორც ცნობილია, დერინკუიუში 12-ზე მეტი სართულია, რომელიც მიწის ქვეშ 85 მეტრის სიღრმეზე ჩადის. ქალაქის ფართობი 2,5 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მიწისქვეშა ქალაქის ზომები გაცლებით მეტია და 10-მდე სართული ჯერ კიდევ არაა გამოკვლეული.

ისტორიკოსები დღემდე ვერ შეჯერდნენ სამ ძირითად საკითხზე: როდის ააშენეს ქალაქი, ვინ ააშენა ის და რისთვის. სხვდასხვა ვერსიების გაერთიანებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დერინკუიუ, დაახლოებით, 3-4 ათასი წლის წინ ააშენეს. ჩვენთვის აქ ცხოვრება, თითქოს, შეუძლებელია, მაგრამ წარმოიდგინეთ მრავალდონიანი ქალაქი მიწის ქვეშ, სადაც 20 000 ადამიანი ცხოვრობს.

ალბათ, რაღაცამ აიძულა ადამიანებს, მიწისქვეშ გადასულიყვნენ საცხოვრებლად, რადგან მათ საფრთხე ემუქრებოდათ მიწის ზედაპირზე. ძალიან დიდი ძალისხმევა, შრომა და რესურსია საჭირო, რათა ასეთი გრანდიზული მიწისქვეშა საცხოვრებელი აიგოს. ახლა კი წარმოიდგინეთ იმ ადამიანის გაოცება, რომელმაც ეს აღამოაჩინა.

ეს ისტორია თურქეთში 70-იან წლებში მოხდა. მამაკაცმა, რომელმაც ერთხელ გადაწყვიტა საკუთარი საცხოვრებლის კაპიტალური რემონტი, სახლის სარდაფში რაღაც უცნაური აღმოჩინა. ეს მიწისქვეშა გასასვლელი იყო. როდესაც მუშებმა კედელი ჩამოანგრიეს, სახტად დარჩნენ. აი, ასე მოხვდნენ ისინი დერინკუიუში.

მიწისქვეშა ქალაქი… აი, წარმოიდგინეთ, ცხოვრობთ საკუთარ სახლში, გადაწყვიტეთ სარდაფში ჩასვლა და რა არის იქ? კარი სხვა ქალაქში. საოცრად ჟღერს, არა?! ამ დროისთვის კაპადოკიაში 200-ზე მეტი მიწისქვეშა ქალაქის შესახებაა ცნობილი. აქედან მეტ-ნაკლებად შესწავლილია 30 ქალაქი. როგორც ცნობილია, რამდენიმე ქალაქი მიწისქვეშ 20 სართულით ქვევით ჩადის, ზოგი კი, უფრო ღრმადაც.

კომენტარი