1918-1921 წლების თბილისზე გამოცემული წიგნის წარდგენა გაიმართება

1918-1921 წლების თბილისზე გამოცემული წიგნის წარდგენა გაიმართება

181
გაზიარება

11 იანვარს, 12:00 საათზე თბილისის საკრებულოში გაიმართება წიგნის – ,,თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი. თბილისი 1918-1921 წლებში“ წარდგენა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საარქივო დოკუმენტებით, ფოტოსურათებითა და სხვა მასალით უხვად ილუსტრირებული სამეცნიერო-პოპულარული გამოცემა დაბეჭდილია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
მას სამი ავტორი ჰყავს: ისტორიის დოქტორი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე, ისტორიის დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე დაუშვილი და ეთნოლოგიის დოქტორი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი. წიგნის რედაქტორია ისტორიის დოქტორი, პროფესორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე.
წიგნი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში დედაქალაქის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს ასახავს. კერძოდ, გაშუქებულია საუკუნის წინანდელი თბილისის თვითმმართველობისა და ქალაქის თავების საქმიანობა, წარმოჩენილია თბილისის ეკონომიკური მდგომარეობა, კრიმინალური ვითარება, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტული თუ კულტურული ცხოვრების მიმდინარეობა, საზოგადოების ყოველდღიურობა და სხვ.


წიგნზე უფრო ვრცლად:

ერთ წიგნში ასახული 1918-1921 წლების თბილისის ყოველდღიური ყოფა

 

კომენტარი