სკეიტპარკი, ამფითეატრი, ხელოვნური ტბები – როგორი იქნება პარკი თემქის ხევის ტერიტორიაზე

სკეიტპარკი, ამფითეატრი, ხელოვნური ტბები – როგორი იქნება პარკი თემქის ხევის ტერიტორიაზე

688
გაზიარება

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ნაძალადევის რაიონში, თემქის ხევის ტერიტორიაზე ახალ საქალაქო პარკს მოაწყობს.

ზღვის უბნის ახალ პარკში, რომლის ფართობიც 22 ჰექტრამდეა, მოეწყობა სკეიტპარკი, სარბენი, სასეირნო და საველოსიპედე ბილიკები. ასევე, სპორტული და საბავშვო მოედნები. ტერიტორიაზე მოეწყობა კაფე, მედიათეკა, ბელვედერი, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე და ურბანული მებაღეობის ზონა.

ამასთან, ტერიტორიაზე გაკეთდება ორი ხელოვნური ტბა, რომელსაც ერთმანეთთან მდინარე დააკავშირებს. ასევე, მოეწყობა განათების სისტემა, სარწყავი სისტემა და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა.

ტერიტორიაზე დაგეგმილია 4764 ძირი ხის, 820 ბალახოვანი მცენარისა და 4640 ძირი ბუჩქის დარგვა. ასევე, 55 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესება ბალახი. რეკრეაციული ზონის მოწყობასთან დაკავშირებით, წინასაპროექტო სამუშაოები 2019 წელს განხორციელდა, რომელიც ასევე, ტერიტორიის გეოდეზიურ კვლევას მოიცავდა.

 

კომენტარი