ქვეყნები, რომელთა მოსახლეობა პენსიას ვერ იღებს

ქვეყნები, რომელთა მოსახლეობა პენსიას ვერ იღებს

451
გაზიარება

საპენსიო პროგრამა სხვადასხვა ფორმით, მაგრამ მაინც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს. პრობლემა მოსახლეობისთვის მის ხელმისაწვდომობაში მდგომარეობს: ზოგჯერ საპენსიო რეფორმის მოთხოვნების შესრულება რთულია, რასაც პენსიის მიღების შესაძლებლობა მინიმუმადე დაყავს.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ქვეყანაში პენსია მხოლოდ პირობითია. ყველაზე რთული ვითარება, ამ მხრივ, აღმოსავლეთ რეგიონის ქვეყნებში შეიქმნა.

ჩინეთი

მასშტაბური რეფორმის მიღების შემდეგ, 1995 წელს ჩინელების 60%-ს შეუძლია მიიღოს პენსიონერის სტატუსი. ადრე ეს რიცხვი 5,4%-ს არ ცდებოდა. მოსახლეობის დარჩენილი 40% არ ექვემდებარება საპენსიო რეფორმას, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო მუშაკებსა და ქალაქების მაცხოვრებლებს ეხება. მამაკაცები პენსიაზე 60 წლის ასაკში გადიან, ხოლო ქალები – ხუთი ან ათი წლით ადრე.

დღესდღეობით, პენსია შეადგგენს 2,5 ათას იუანს. ხანში შესულებისთვის, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ, გათვალისწინებულია სოციალური დახმარება, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხდიან.

ინდოეთი

ინდოეთის მოსახლეობის მხოლოდ 12%-ს შეუძლია მიიღოს პენსიონერის სტატუსი ოფიციალურად. ყველაზე დაცული კატეგორია სახელმწიფო მუშაკები არიან, რომლებიც კუთვნილ დასვენებასა და პენსიანს 60 წლის ასაკში იღებენ. ყველაზე დიდი საპენსიო ანაზღაურება 2000 რუპის შეადგენს.

ტაილანდი

ჯადოსნური ღიმილის ქვეყანაში სოციალური უზრუნველყოფა 1998 წლიდან მხოლოდ სახელმწიფო მუშაკებზე ვრცელდებოდა. შემდეგ ტაილანდის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელმაც ბიზნესი საპენსიო გადასახადით შებოჭა. ახლა გამომუშავებულის 3% საპენსიო ფონდში ირიცხება, კიდევ 1% კი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ემატება. პრობლემა იმაშია, რომ ტაილანდის მოსახლების ნახევარი, რომელსაც მუშაობა შეუძლია, არაოფიციალურადაა დასაქმებული.

კენია

კენიელთა სამუშაო ძალიდან მხოლოდ 15%-ს შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია პენსიაზე. იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობა 55 წლამდეც კი ვერ ცოცხლობს, უმეტეს შემთხვევაში, ისინი საპენსიო ასაკს ვერ აღწევენ.

ბოცვანა

Image result for botswana streets

ბოცვანაში კანონი პენსიის შესახებ 1996 წელს მიიღეს. აქ სახელმწიფო დამსაქმებლებთან ერთად ავსებს საპენსიო ფონდს. ორგანიზაციებს სოციალური გადასახადი 5 წელიწადში ერთხელ შეაქვთ. ქაღალდზე ყველაფერი კარგად გამოიყურება, სინამდვილეში კი, დამსაქმებლები ხელისუფლების მოთხოვნას უგულებელყოფენ. ამიტომ, კერძო სექტორში დასაქმებულთა 84%-ს მინიმალური პენსია ელოდება.

ქვეყნების სია, სადაც პენსია მიუწვდომელი ან რთული მისაღებია, ამ ჩამონათვალით არ იზღუდება. ზუსტად ასე ვერ იღებენ პენსიას ვიეტნამელები, ფილიპინელები, ნიგერიელები და პაკისტანელები. ოფიციალურად, ყველა ქვეყნის მოსახლებას შეუძლია ისარგებლოს პენსიით, მაგრამ ეს რელობისგან შორსაა.

კომენტარი