ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში კინობიბლიოთეკა გაიხსნება

ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში კინობიბლიოთეკა გაიხსნება

50
გაზიარება

15 იანვარს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში კინობიბლიოთეკა გაიხსნება.

ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობით, დარბაზში განთავსდება ყველაფერი კინოს შესახებ. აქ იქნება როგორც ქართული, ისე უცხოური ლიტერატურა, აფიშები, ბუკლეტები, ფლაიერები და სხვა.

„აქ მოსულ მკითხველს არც ისე ბევრი, მაგრამ ძალიან საინტერესო ინგლისურენოვანი გამოცემა და მყუდრო სამუშაო სივრცე დახვდება. სამომავლოდ კიდევ უფრო გამდიდრდება გამოცემების ნუსხა. მანამდე კი, თუ სურვილი გექნებათ, ის რაც გემეტებათ – კინოპოსტერი, ბუკლეტი, ფლაიერი და ა.შ. მოგვაწოდეთ და დაურთეთ თქვენი სახელი. თქვენ მიერ მოწოდებული მასალები დარბაზში განთავსდება“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარი