თბილისს ახალი მოცეკვავე შადრევანი შეემატა

თბილისს ახალი მოცეკვავე შადრევანი შეემატა

437
გაზიარება

“ეკოსერვის ჯგუფმა” ვარკეთილი 3-ის IIIა მიკრორაიონში არსებულ ერთ-ერთ სკვერში ახალი მოცეკვავე შადრევანი მოაწყო, ასევე, 4 შადრევნის რეაბილიტაცია განახორციელა ლონდონის სკვერში, ჟანი კალანდაძის სახელობის სკვერში, ოპერის ბაღსა და 300 არაგველის გმირთა მემორიალის მიმდებარედ.

სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა შადრევნების წყლის დამცლელი სისტემები და მოეწყო ახალი ქვაფენილი. გარდა ამისა, შეიცვალა ელექტროსისტემები და მოპირკეთდა გარე ფასადები.

ჟანი კალანდაძის სახელობის სკვერში მდებარე შადრევნის ქანდაკება დამუშავდა და გაიწმინდა სპეციალური სითხით, ხოლო ლონდონის სკვერში არსებული შადრევანის შიდა ფასადი მოპირკეთდა კერამიკული ფილებით (მოზაიკით).

შპს ,,ეკოსერვის ჯგუფმა“ 2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარა 20 შადრევანს, რომელიც წლების განმავლობაში ამორტიზირებული და უფუნქციო იყო.

კომენტარი