თბილისში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

99
გაზიარება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13 იანვარს, თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კომპანია “თელასის” ცნობით, საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, ასევე  10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და ოთხი ათასი მესხის ქუჩის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ფერმწერთა დასახლების, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის და ვაგან მამასახლისის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და კონსტანტინე კაპანელის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონიში 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელაანის შესახვევის და ჯორჯ ბუშის ქუჩის მაცხოვრებლებს, ასევე 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში  10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 14 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარი