მშვიდობის ხიდთან ახლოს, ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა

მშვიდობის ხიდთან ახლოს, ერთ-ერთ სახლში ხანძარი გაჩნდა

76
გაზიარება

თბილისში, მშვიდობის ხიდთან ახლოს, ერთ-ერთ სახლში ხანძარი იყო.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სამსართულიან სახლის პირველ და მეორე სართულზე გაჩნდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ადგილზე ექვსი სახანძრო მანქანა მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ხანძრისას ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სამაშველო ჯგუფმა შენობიდან გამოიყვანა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წყარო:kvira.ge

კომენტარი