კვინიტაძის ქუჩაზე გზაგამყოფი კუნძული გაამწვანეს

კვინიტაძის ქუჩაზე გზაგამყოფი კუნძული გაამწვანეს

77
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, გ. კვინიტაძის ქუჩაზე, თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ გზაგამყოფი კუნძული გამწვანდა. ტერიტორიაზე დაირგო 6 ძირი, სამ მეტრზე მაღალი მაგნოლიის ხე, 6 ძირი ზეთისხილი, 6 ძირი ჭრელფოთოლა ლუგუსტრუმი, 6 ძირი ფოტინია და 6 ძირი მარადმწვანე ძახველი.

ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა და ჰიდროთესვის პრინციპით, დაითესა ბალახი.

სამუშაოები შპს ,,ეკოსერვის ჯგუფმა“ შეასრულა.

კომენტარი