ნაძალადევის გამგებელმა რაიონში მცხოვრებ ნადეჟდა ხვედელიანს 100 წლის იუბილე მიულოცა

ნაძალადევის გამგებელმა რაიონში მცხოვრებ ნადეჟდა ხვედელიანს 100 წლის იუბილე მიულოცა

106
გაზიარება

ნაძალადევის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ რაიონში მცხოვრებ ნადეჟდა ხვედელიანს 100 წლის იუბილე მიულოცა. გამგებელთან ერთად, ხვედელიანების ოჯახს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ესტუმრნენ.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში, როგორც ყველა 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეს, ასევე, ნადეჟდა ხვედელიანს 1 000 ლარიანი ფინანსური დახმარება გაეწევა.

კომენტარი