თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისგან გზებს წმენდენ

თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე თოვლისგან გზებს წმენდენ

190
გაზიარება

“თბილსერვის ჯგუფი” თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზებს წმენდს. დაიყარა, დაახლოებით, 80 ტონა ტექნიკური მარილი. ამ ეტაპზე, ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ყველა შემოერთებულ ტერიტორიაზე, ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. საჭიროების შემთხვევაში, გზის გაწმენდითი სამუშაოები განახლდება.

კომენტარი