რამდენი დიდი ზომის ხე დარგეს თბილისში 2019 წელს?

რამდენი დიდი ზომის ხე დარგეს თბილისში 2019 წელს?

182
გაზიარება

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, 2019 წელს დედაქალაქში 15 000 ძირი, სამ მეტრზე მაღალი სხვადასხვა სახეობის ხე დაირგო.

თბილისის სხვადასხვა ქუჩას, სკვერს, პარკსა და ბაღს შემდეგი სახეობის ხეები შეემატა: ირმის რქა, არღავანი, აღმოსავლური ჭადარი, ქვა მუხა, მინდვრის ნეკერჩხალი, თეთრი ცრუ აკაცია, დიდყვავილა მაგნოლია, ატლასის კედარი, გლედიჩია (უეკლო ფორმა), საპნის ხე, იტალიური ფიჭვი, ლეილანდის კუპრესოციპარისი, უნაყოფო თუთა, უნგრული ცაცხვი, ჩვეულებრივი იფანი, წვრილფოთოლა იფანი, დეკორატიული წითელი ტყემალი, იაპონური კვიდო, ევროპული მუხა, ელდარის ფიჭვი, კავკასიური აკაკი, ჰიმალაის კედარი, ლეკის ხე, ბაბილონის ტირიფი და ამბრის ხე.

უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში დედაქალაქში გამწვანების უპრეცედენტო სამუშაოები განხორციელდა: დაირგო 86 000 მერქნიანი მცენარე (ხე,ბუჩქი), 195 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესა ბალახი და 11 000 კვადრატული მეტრი ბეტონის გზაგამყოფი კუნძულები გამწვანებამ ჩაანაცვლა.

დედაქალაქის მასშტაბით, გამწვანების სამუშაოებს თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ ასრულებს.

კომენტარი