სად გავიაროთ – სასტუმროს მიწისქვეშა პარკინგის ამოსასვლელი ქვეითთა სავალ ნაწილზე

სად გავიაროთ – სასტუმროს მიწისქვეშა პარკინგის ამოსასვლელი ქვეითთა სავალ ნაწილზე

366
გაზიარება
ფოტო: მარიამ ბაქრაძე

რამდენიმე დღის წინ მარიამ ბაქრაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ იკავებს ქვეითთა სავალ ნაწილს ერთ-ერთი შენობის მიწისქვეშა პარკინგის ამოსასვლელი. ეს შენობა სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინია“, რომელიც ჭავჭავაძის 64-ში მდებარეობს.

საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, სასტუმროს პროექტი, შესაბამისად, საპარკინგე ადგილიც რამდენიმე წლის წინაა შეთანხმებული, თუმცა საინტერესოა, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ჭავჭავაძის რეაბილიტაცია დამთავრდება და ადამიანები ამ ადგილას უფრო აქტიურად დაიწყებენ სიარულს?

პასუხი ასეთია:

მერიის პასუხი

როგორც „სითი კვირას“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, ჭავჭავაძის გამზირის 64-ში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა 2013 წლის 19 მარტს გაიცა. ამჟამად მიმდინარეობს ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, შენობის მიმდებარე ტროტუარის მოწესრიგდება.

„რედიქსის“ პასუხი

კომპანია „რედიქსში“, რომელსაც სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინ“ ეკუთვნის, „რადიო თავისუფლებას“ განუცხადეს, რომ სასტუმროს პარკინგი ვერ მიითვისებს ქვეითების საფეხმავლო გზას, რადგან პარკინგი მიწის ქვევით მდებარეობს. რაც შეეხება პარკინგის შესასვლელს, შენობასა და შესასვლელს შორის მინიმალური მანძილი 3 მეტრია, ხოლო შესასვლელსა და გზამდე 4 მეტრი, ჯამში კი გამოდის ფეხით მოსიარულეთათვის 7 მეტრამდე, რაც ქვეითებს გადაადგილებაში ხელს არ უშლის. მათივე განმარტებით, ასეთი „ჩაჭრა“ ქუჩაში სტანდარტებს არ არღვევს. მსგავსი პრაქტიკა გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და განსაკუთრებით მრავლად გხვდება პარიზში.

კომენტარი