ჩეჩელაშვილის N68-ში გრუნტის დამჭერ კედელს აშენებენ

ჩეჩელაშვილის N68-ში გრუნტის დამჭერ კედელს აშენებენ

77
გაზიარება

ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის N68-ში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

მიმდინარე პროცესი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ საკრებულოში რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პროექტი გააცნო.

„2020 წელსაც ჩუღურეთის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ისევ გრუნტის დამჭერი კედლები რჩება. წინა წელს ჩვენ გავამაგრეთ 36 კედელი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო შევუქმენით ასეულობით ოჯახს. წელს კი, გაზრდილი ბიუჯეტით, ვაპირებთ კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 26 000 ლარია.

კომენტარი