Woven City – როგორი იქნება მომავლის ქალაქი ფუძიამას ფერდობზე

Woven City – როგორი იქნება მომავლის ქალაქი ფუძიამას ფერდობზე

205
გაზიარება

იაპონური კორპორაცია Toyota 175 აკრის (708 200კვ.მ.) ფართობზე, მთა ფუძიამას ფერდობზე მომავლის ქალაქის გაშენებას გეგმავს.

პროექტის დასახლებაა Woven City (ნაქსოვი ქალაქი). მასში არსებული ინფრასტრუქტურა დაკავშირებული იქნება ეკოსისტემასთან და იმუშავებს წყალბადის ელემენტებზე.
კომპანიის ცნობით, Woven City ცოცხალი ლაბორატორიაა. აქ იმუშავებენ და იცხოვრებენ მკვლევრები, რომლებიც რეალურ პირობებში ჩაატარებენ ცდებს და შეიმუშავებენ ტექნოლოგიებს. აღნიშნული პროცესი დაკავშირებული იქნება ტექნიკასთან, მობილურობასთან, “ჭკვიან სახლებთან” და ხელოვნურ ინტელექტთან.

“ყველა ადამიანი, შენობა და ტრანსპორტი ურთიერთდამოკიდებულებაში იქნება. მონაცემების და ტექნოლოგიების დახმარებით, ჩვენ ხელოვნური ინტელექტის შემოწმებას შევძლებთ, როგორც ვირტუალურ, ისე ფიზიკურ სფეროში და მაქსიმალურად გავერკვევით მის პოტენციალში”,- განაცხადა Toyota Motor Corporation-ის პრეზიდენტმა, აკიო ტოიოდამ.

Woven City-ის გენერალური გეგმა შედგება სამი ტიპის ქუჩისგან:

  • მხოლოდ ჩქაროსნული სატრანსპორტო საშუალებებისთვის;
  • სხვადასხვა სიჩქარის მქონე ტრანსპორტისა და ქვეითების გადაადგილებისთვის;
  • მხოლოდ ქვეითების გადაადგილებისთვის.

ქალაქი მაქსიმალურად ეკოლოგიური იქნება. შენობები Woven City-ში, ძირითადად, ხისგან იქნება აგებული, სახურავები კი, ფოტოელექტრონული პანელებისგან, ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად. ყველგან მოეწყობა გამწვანება, ცენტრალური პარკი და სხვა სარეკრეაციო სივრცეები.

Toyota აღნიშნულ ქალაქში გეგმავს, რომ შეასახლოს Toyota Motor Corporation-ის თანამშრომლები და მათი ოჯახები, პენსიონერები, გამყიდველები, მეცნიერები. საბოლოო ჯამში, დაახლოებით, 2 ათასი ადამიანი. Woven City-ის მშენებლობა 2021 წელს დაიწყება.

კომენტარი