თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს

თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს

204
გაზიარება

დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი სოციალურ ქსელში სატრანსპორტო რეფორმის შემდეგი ეტაპის შესახებ წერს და აცხადებს, რომ მომდევნო კვირიდან თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს სატესტო რეჟიმში მოძრაობას.

“ეკონომიკის და ინკლუზიურობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მოქალაქეების გადაადგილების რაოდენობა, 29 ნოემბერს მეტრომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ერთ დღეში მგზავრობების რაოდენობამ 512 301 მიაღწია.

რეფორმის ფარგლებში, თბილისის 10 ძირითადი დერეფნისთვის, დაგეგმილია 179 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შეძენა, რათა შევძლოთ ერთდროულად დიდი რაოდენობის მგზავრთ ნაკადის მომსახურება.

თუმცა ურბანულ განაშენიანებასთან ერთად შეიცვალა საგზაო ინფრასტრუქტურაც, ამიტომ სრულიად უფასოდ შემოვიყვანეთ 18-მეტრიანი ავტობუსი რომელიც მომდევნო კვირიდან დაიწყებს სატესტო რეჟიმში მოძრაობას, რათა შევძლოთ ინფრასტრუქტურული ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.” – აღნიშნავს ვიქტორ წილოსანი.

კომენტარი