გასეირნება ვატიკანში – რა იმალება კედლებს მიღმა, რომის ცენტრში

გასეირნება ვატიკანში – რა იმალება კედლებს მიღმა, რომის ცენტრში

245
გაზიარება

რელიგიის, ხელოვნებისა და კულტურის გასაოცარი შერწყმა – ვატიკანი საიდუმლოებით მოცული ადგილია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში, ევროპის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.

რომის პაპის რეზიდენცია საკუთარი კედლების მიღმა დიდი რაოდენობის ისტორიულ არტეფაქტს და ხელოვნების ნიმუშს ინახავს, ასევე, საიდუმლო ხიდებს ქალაქიდან გასაქცევად, არქიტექტურულ ნაგებობებს და ა.შ.

პირველი, რასაც ვატიკანის სტუმრები ხედავენ მისი კედლის მიღმა, წმინდა პეტრეს სახელობის უზარმაზარი მოედანია. მის ცენტრში 41-მეტრიანი ობელისკი დგას, რომელიც იმპერატორმა კალიგულამ ეგვიპტიდან ჩამოიტანა.

ამ მოედანზე მრევლი იკრიბება, რათა მოისმინოს რომის პაპის ქადაგება.

ვატიკანის ცენტრალური ღირსშესანიშნაობა არის წმინდა პეტრეს ბაზილიკა, რომელიც იმავე მოედანზეა აღმართული. მის ასაგებად 120 წელი დასჭირდათ. ბაზილიკა აგებულია ფერდობზე, სადაც იმპერატორმა ნერონმა ბრძანება გასცა სიკვდილით დაესაჯათ პეტრე. ისტორიის ეს გასაოცარი ძეგლი სხვადასხვა ეპოქის სკუპტორის და მხატვრის მიერაა შესრულებული. გუმბათის წვეროდან, სადაც მიღწევა შესაძლებელია, თუკი 551 საფეხურს დაძლევთ, საოცარი ხედი იშლება რომსა და ვატიკანის ბაღებზე.

ბაზილიკიდან ჩრდილოეთით, ვატიკანის ბაღებთან განლაგებულია ვატიკანის სასახლეები – ერთმანეთზე გადაბმული შენობების ეს ჯაჭვი, საერთო ჯამში, ათასზე მეტ ოთახს ითვლის. სასახლის მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა ვატიკანის მუზეუმს მიეკუთვნება, მაგრამ ასევე დიდი ნაწილი რომის პაპის სახლს წარმოადგენს.

ერთმანეთზე გადაბმული სასახლეების საერთო სიგრძე 14 კილომეტრს ითვლის. როგორც ამბობენ, თუკი მუზეუმში ყველა ეგზემპლარის დასათვალიერებლად თითო წუთს გამოყოფთ, ყველაფრის სანახავად ოთხი წელიწადი დაგჭირდებათ. მუზეუმში ხელოვნების ნიმუშები, პირდაპირი მნიშვნელობით, ყველგანაა – მათ ბოძებსა და კედლებზეც კი იპოვით.

სასახლეებს და როგორც ჩანს, მთელ ვატიკანს მსოფლიოში ყევლაზე მცირერიცხოვანი, 4-კაციანი ჯარი იცავს. სინამდვილეში, დაცვის ძირითად მოვალეობას ე.წ. პაპის ჟანდარმერია ითავსებს, მაგრამ ოფიციალურად, ის ჯარს არ წარმოადგენს.

კომენტარი