ევრობასკეტი 2021-ისთვის თბილისში, ოლიმპიური სასახლის გვერდით 10 000-კაციან დარბაზს ააშენებენ

ევრობასკეტი 2021-ისთვის თბილისში, ოლიმპიური სასახლის გვერდით 10 000-კაციან დარბაზს ააშენებენ

186
გაზიარება

საქართველო, იტალიასთან, ჩეხეთთან და გერმანიასთან ერთად, ევრობასკეტ 2021-ის მასპინძელი ქვეყანაა. აღნიშნული ღონისძიებისთვის უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ახლად აშენებული ოლიმპიური სასახლის ერთი დარბაზის რეკონსტრუქცია იგეგმებოდა, თუმცა ამჟამინდელი გადაწყვეტილებით, რეკონსტრუქცია აღარ მოხდება. სასახლის გვერდით მდებარე ტერიტორიაზე აშენდება სრულიად ახალი, 10 000-კაციანი დარბაზი, რომელიც ევრობასკეტის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.

როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ განაცხადა, უახლოეს კვირებში გაირკვევა, თუ როგორი იქნება დარბაზის დიზაინი, ხოლო სამუშაოები, რომლებიც უკვე დაიწყო, 2021 წლის მაისში ან ივნისში დასრულდება.

მისივე განმარტებით, ახალ შენობას 400 ადამიანზე გათვლილი, ორდონიანი საპარკინგე სივრცე ექნება. დარბაზი გვირაბებით დაუკავშირდება უკვე არსებულ შენობებს, რის შედეგადაც ერთიან სპორტულ კომპლექსს მივიღებთ.

კომენტარი