დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში ასფალტის საფარს აწესრიგებენ

დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში ასფალტის საფარს აწესრიგებენ

59
გაზიარება

დიდუბის რაიონის გამგეობამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო. დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-18 და მე-19 კორპუსებთან ასფალტის საფარის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, 1600 კვ.მ ფართობზე ასფალტის დაზიანებული ფენა მოიხსნა, ასევე, ეწყობა 220 გრძივი მეტრი ბორდიური.

აღნიშნულ მისამართზე დიდუბის რაიონის გამგეობამ 2019 წლის დასასრულს სანიაღვრე ქსელი მოაწყო, რომლის არარსებობა უხვი ნალექების დროს, მოსახლეობას სერიოზულ პრობლემას უქმნიდა.

ასფალტის მოწესრიგების სამუშაოებს, დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“, დაახლოებით, 50 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.

კომენტარი