ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიებათა კვირეული – „გაიცანი ხევსურეთი“ გაიხსნება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიებათა კვირეული – „გაიცანი ხევსურეთი“ გაიხსნება

71
გაზიარება

23 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ღონისძიებათა კვირეული – „გაიცანი ხევსურეთი“ გაიხსნება.
ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობით, 15:00 საათზე გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ხევსურული ნაქარგები და ფოტოგრაფიული ნამუშევრები. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ბაბუა ალუდაური, სანათა გიგაური.
16:00 საათზე ქარგვის მასტერკლასს ჩაატარებს სანათა გიგაური.
17:00 საათზე გაიმართება პოეზიისა და ფოლკლორის საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი არაბული, ტარიელ ხარხელაური, მამუკა ოჩიაური, გელა დაიაური, დები ზვიადაურები, გიორგი გოგოჭური.

კომენტარი