თბილისი საქართველოს მომავალია, რომელსაც თავისი ისტორია აქვს – ბიძინა გიორგობიანი

თბილისი საქართველოს მომავალია, რომელსაც თავისი ისტორია აქვს – ბიძინა გიორგობიანი

183
გაზიარება
ბიძინა გიორგობიანი - ეკოლოგი

მასალა მომზადებულია რუბრიკისთვის “თბილისი ერთ აბზაცში


თბილისი ჩემთვის საქართველოს მომავალია, რომელსაც თავისი ისტორია აქვს. აუცილებელია, რომ არსებული ისტორიული უბნები კარგად კონსერვირდეს, ადაპტირდეს ფეხით მოსიარულეებისთვის და შეუნარჩუნდეს მომავალ თაობებს. ქალაქის დარჩენილი ნაწილი უნდა დაიგეგმოს და განვითარდეს შესაბამისი კრიტერიუმებით, რაც გულისხმობს მეტ საჯარო სივრცეს, საველოსიპედო ბილიკებსა და გამწვანებას.

თბილისი არ უნდა ჩაიკეტოს ისტორიული წარსულის მქონე ნაწილში და შედარებით ახალი ზონები უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს. ამაში მოიაზრება როგორც სამშენებლო ინფრასტრუქტურა, ისე საცხოვრებელი გარემო და მწვანე სივრცეები.

ჩემი აზრით, სამშენებლო სექტორის საქმიანობას უნდა დაემატოს გამწვანების კოეფიციენტის სავალდებულო ხასიათი, როგორც არსებობს K1,K2,K3, ასევე უნდა არსებობდეს K4 კოეფიციენტი. ორსართულიან შენობებზე მაღალი ნაგებობების მშენებლობისას უნდა დაწესდეს ვერტიკალური გამწვანების ვალდებულება. ასევე, თბილისის სამომავლო განვითარებისთვის ვისურვებდი, რომ მტკვარში უტილიზაციის გარეშე არ ჩაედინებოდეს დაბინძურებული წყლები, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა ჩვენსა და მტკვარს შორის არსებული წინაღობის გადალახვას. თუმცა, იქამდე საჭიროა მდინარესთან დაკავშირებული საკითხების დადებითად გადაწყვეტა.

კომენტარი