რომელ ადგილზეა თბილისი საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქების სიაში – ახალი მონაცემები

რომელ ადგილზეა თბილისი საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქალაქების სიაში – ახალი მონაცემები

577
გაზიარება

ქალაქი თბილისი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების 440 პოზიციიდან 404-ეზე მოხვდა. “ცხოვრების საფასურის ინდექსი 2020” კვლევითმა პორტალმა, “Numbeo“-მ გამოაქვეყნა.

კვლევითი პორტალის ცნობით, წინა წელთან შედარებით, თბილისის ცხოვრების საფასურის ინდექსი 10 პუნქტით ჩამოქვეითდა, რაც იმას ნიშნვავს, რომ თბილისში ცხოვრება გაიაფდა. ამჯერად თბილისი ტუნისსა და ქალაქ დელის შორის არის მოქცეული. აღნიშნულ სიაში ქალაქი ციურიხი ლიდერობს. რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს, ანკარას, ბაქოსა და ერევანს, თბილისი მათთან შედარებით გაცილებით იაფია.

აღნიშნულ რეიტინგში შეფასებულია ცხოვრების ღირებულება, ქირის საფასური, საყოფაცხოვრებო ნივთების ღირებულება, რესტორნებში კვების ღირებულება. ამასთან ერთად, ყველა ეს მონაცემი შედარებულია ნიუ-იორკთან. მას მინიჭებული აქვს 100%, ხოლო ყველა დანარჩენი ქალაქი შედარებულია იქ არსებულ ფასებთან.

კომენტარი