ავჭალაში, ლიბანის ქუჩიდან ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩამდე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ავჭალაში, ლიბანის ქუჩიდან ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩამდე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

501
გაზიარება

გლდანის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ავჭალაში, ლიბანის ქუჩიდან ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩამდე მონაკვეთზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე, გზის საფარის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ მისამართზე დაახლოებით, 1 718 კვ.მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოებისთვის, რომელსაც შპს ,,იბერი“ ახორციელებს, 151 519 ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

აღნიშნული მისამართის გარდა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მაისურაძის ქუჩაზეც მიმდინარეობს და უმოკლეს დროში ხიზაბავრის ჩიხებსა და გასასვლელშიც დაიწყება.

კომენტარი