გმირთა მოედნის მიმდებარე ფერდობი მოაწესრიგეს

გმირთა მოედნის მიმდებარე ფერდობი მოაწესრიგეს

73
გაზიარება

დედაქალაქში გამწვანებული ფერდობების დასუფთავებისა და მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

ამჯერად თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ გმირთა მოედნის მიმდებარედ არსებული გამწვანებული ფერდობი ამონაყრისგან და ლელქაშისგან გაწმინდა. ფერდობზე გაისხლა და დაფორმირდა ხე-მცენარეები, მოწესრიგდა მწვანე საფარი.

კომენტარი