დიდუბის გამგეობამ, რაიონის მასშტაბით, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო

დიდუბის გამგეობამ, რაიონის მასშტაბით, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო

85
გაზიარება

დიდუბის გამგეობამ, რაიონის მასშტაბით, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო. აგლაძის ქუჩა N5-ის, ბაგრატიონის ქუჩა N5კორპუსის N2 ბლოკის და ქუთაისის ქუჩა N10-ის მიმდებარედ წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, კონტრაქტორმა კომპანიამ დაზიანებული მილების დემონტაჟი განახორციელა და 110 გრძ.მ წყალარინების ქსელს აწყობს, სამუშაოების დასრულების შემდგომ კი ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

მიწისქვეშა სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პროექტორი“ 297 776 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებს

კომენტარი