თბილისში ვანლერ დაისელის მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისში ვანლერ დაისელის მემორიალური დაფა გაიხსნა

76
გაზიარება

გუნიას ქუჩის 4 ნომერში, სადაც  პოეტი ვანლერ დაისელი  1920-1929 წლებში ცხოვრობდა, მემორიალური დაფა გაიხსნა.

შეკრებილმა საზოგადოებამ საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული პოეტის, ვანლერ დაისელის შემოქმედებისა და ცხოვრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებაზე იმსჯელეს.

როგორც მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალზე აღინიშნა,  თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ვანლერ დაისელის სახელი მიენიჭება, ხოლო ზესტაფონში, მისსავე მშობლიურ სოფელში მშენებარე სკოლაში კი,  პოეტის სახელობის კაბინეტი გაიხსნება.

მკვლევარმა, ლევან ჟვანიამ პოეტის შემოქმედების შესწავლის მიზნით კვლევა ჩაატარა და ამ მიმართულებით გაწეული თანადგომისთვის თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ტალიაშვილს მადლობა გადაუხადა.

თბილისის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით, 2018 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, გამოიცა ვანლერ დაისელის კრებული „მზის სისხლი“ ლევან ჟვანიას რედაქციით, რომელიც  პოეტის აქამდე უცნობ ნაწარმოებებსა და შსს-ს არქივში დაცულ მასალებს მოიცავს.

წიგნის პრეზენტაცია თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში მოეწყო.

ვანლერ დაისელმა შექმნა ახალი პოეტური ორდენი ,,სომნამბულიზმი’’. იგი არის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პოეტი, რომელიც გმობდა რუსულ იმპერიალიზმს და ღიად ეწეოდა ანტისაბჭოთა აგიტაციას, რისთვისაც სამშობლოდან გადაასახლეს.

კომენტარი