ირაკლი ზარქუა : “გაზრდილი ბიუჯეტი თბილისელების კომფორტზე იქნება ორიენტირებული”

ირაკლი ზარქუა : “გაზრდილი ბიუჯეტი თბილისელების კომფორტზე იქნება ორიენტირებული”

68
გაზიარება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ თბილისის საკრებულოში 2020 წლის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.  2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 500 მილიონ ლარამდე იზრდება. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, 2020 წლის ბიუჯეტი ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ირაკლი ზარქუამ იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელზეც ბიუჯეტის გაზრდილი ნაწილი დაიხარჯება.

„გაზრდილი ბიუჯეტი ნიშნავს, რომ  მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, თანხები სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებებზე დაიხარჯება. თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ იზრდება ბიუჯეტი აუტისტური სპექტრის მქონე პაციენტებისთვის. ასევე მუნიციპალიტეტი ახალ პროგრამას დააფინანსებს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მიმართულებით. ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ გაზრდილი ბიუჯეტი თბილისელების კომფორტზე იქნება ორიენტირებული.

„გაზრდილი ბიუჯეტი ნიშნავს, ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტ შეძენილ ავტობუსს, კომფორტულ მგზავრობას,  მოდერნიზებულ მეტროს ვაგონებს, გამწვანებას, სოციალური დაფინანსების და ჯანდაცვის პროგრამების ზრდას. თბილისის მუნიციპალიტეტი ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით პროგრამებს ყოველწლიურად ზრდის. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ თბილისს  პასუხისმგებლიანი მთავრობა ჰყავს,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარი