ციხისძირის ქუჩაზე შვიდი მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება

ციხისძირის ქუჩაზე შვიდი მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება

66
გაზიარება

ისნის გამგეობა ნავთლუღში ციხისძირის ქუჩის შვიდი მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას იწყებს.

საგზაო სამუშაოები ციხისძირის I და III ჩიხში, ციხისძირის II, III და IV გასასვლელში, ასევე ციხისძირის II და III შესახვევში ჩატარდება.

აღნიშნულ ქუჩაზე უგზოობის პრობლემა მოსახლეობას ათეული წლების განმავლობაში აწუხებს, რომლის მოწესრიგებასაც გამგეობა, მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო, დღემდე ვერ ახერხებდა. 2019 წელს, გამგეობის თხოვნით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საკომუნიკაციო ქსელების მასშტაბური განახლება ჩაატარა, რის შედეგადაც საგზაო პროექტი დაიგეგმა.

ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე აღნიშნულ საკითხებზე ციხისძირის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაციას მიაწოდა.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა კომპანია GWP-ს გადავუხადო იმისთვის, რომ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და გასულ წელს ციხისძირის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები მთლიანად შეცვალა. ამით ჩვენს რაიონში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ქუჩის რეაბილიტაციის ჩატარების საშუალება მოგვეცა. აქვე ავღნიშნავ, რომ მაცხოვრებლები წლების მანძილზე ითხოვდნენ დახმარებას და როგორც მათ შევპირდით, ციხისძირის ქუჩის შვიდივე მონაკვეთი მოასფალტება და კეთილმოეწყობა“, – აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.

ისნის რაიონის გამგეობა ნავთლუღში მდებარე ციხისძირის ქუჩის შვიდი მონაკვეთის რეაბილიტაციას ერთ კვირაში დაიწყებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 180 000 ლარი დაიხარჯება.

კომენტარი