ჭავჭავაძე, რუსთაველი, რობაქიძე, გელოვანი – სად იმოძრავებს 18-მეტრიანი ავტობუსი?

ჭავჭავაძე, რუსთაველი, რობაქიძე, გელოვანი – სად იმოძრავებს 18-მეტრიანი ავტობუსი?

540
გაზიარება

თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსის დატესტვა დაიწყო.

ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. საუბარია 18-მეტრიან, ორსექციან, 150-კაციან ავტობუსზე, რომლის მოძრაობაც 10 ჩქაროსნულ სატრანსპორტო დერეფანში იგეგმება.

„ავტობუსის დატესტვა ღამის საათებში ხდება. როგორც ცნობილია, დედაქალაქში იგეგმება 10 ჩქაროსნული დერეფნის მოწყობა, სადაც დიდი გაბარიტის ავტობუსებმა უნდა იმოძრაოს. შესაბამისად, სწორედ ამ 10 დერეფანში ხდება 18 მეტრიანი ავტობუსების დატესტვა/შემოწმება,“-აცხადებენ მერიაში.

რაც შეეხება 10 არტერიულ ქუჩას, მათ შორის არის: ჭავჭავაძის, რუსთაველის, რობაქიძის, მარშალ გელოვანის გამზირები, ხიზანიშვილის, ვეკუას ქუჩები, გაგარინის და ჟვანიას მოედანი, ასევე პეკინის ნაწილი.

ამასთან, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ვიქტორ წილოსანის თქმით, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, თბილისის 10 ძირითადი დერეფნისთვის, დაგეგმილია 179 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის შეძენა.

წყარო: bpn.ge

კომენტარი