მეტრომშენში სკვერსა და სპორტულ მოედანს აწყობენ

მეტრომშენში სკვერსა და სპორტულ მოედანს აწყობენ

273
გაზიარება

ისნის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამ ეტაპზე, მეტრომშენის დასახლებაში, მოსახლეობის თხოვნით, ტოლენჯისა და წალენჯიხის ქუჩების კვეთაზე სკვერის, ხოლო ყვარლის ქუჩა N101-ის მიმდებარედ, თანამედროვე სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, სკვერში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სადაც დამონტაჟდება დასასვენებელი სკამები, საბავშვო ატრაქციონები, გარე განათების სისტემა დეკორატიული ლამპიონებით, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ისნის გამგეობამ 120 000 ლარი გამოყო, ხოლო სპორტული მოედნის მოწყობა 104 500 ლარით დაფინანსდა.

მეტრომშენში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო. გამგებელი მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით კონტრაქტორ კომპანიებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

კომენტარი