რატომ არის საჭირო ნიადაგის მულჩირება?

რატომ არის საჭირო ნიადაგის მულჩირება?

378
გაზიარება

მულჩის კულტურას ასწლოვანი ისტორია აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში და წარმატებით იყენებენ როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე ლანდშაფტურ დიზაინში და დეკორატიულ მცენარეთა მოვლისათვის.

მულჩირების მიზანია ხელი შეეწყოს მოსავლიანობის ზრდას, ბაღებსა და სკვერებში მიწის განაყოფიერებას, ესთეტიურობისა და სისუფთავის შეტანას.

ნიადაგის მულჩირებისას მცენარეების ირგვლივ საგრძნობლად მცირდება სარეველა მცენარეების განვითარება, ასევე, ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში აღარ საჭიროებს ჯამების განახლება-გაფხვიერებას, სასუქების ინტენსიურ გამოყენებას, ამავე დროს, იგი 45-60%-ით ამცირებს ნიადაგიდან წყლის აორთქლებას და ანახევრებს მცენარეთა მორწყვის ჯერადობას (ამდენად, ხშირი მორწყვის აუცილებლობას აღარ საჭიროებს მცენარე).

ასევე, მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, მულჩში არსებული მიკროორგანიზმები თავიანთი ცხოველმყოფელობის შედეგად, პერიოდულად ახდენენ ორგანული და ქიმიურად ძნელად ხსნადი ნივთიერებების ეტაპობრივ დაშლა-დენატურაციას, რაც განაპირობებს მცენარეებისათვის საკვები ელემენტების წარმოქმნა შეთვისებას. ამასთან, მოსული ატმოსფერული ნალექი და მცენარეთა მორწყვა ხელს უწყობს მულჩში არსებული საკვები ელემენტების ნიადაგში თანდათანობით ჩადინებას და მის შერევას.

ასე რომ, მულჩირება ნიადაგს და მცენარეებს იცავს ზამთრის ყინვების, ძლიერი ქარებისა და ზაფხულის გვალვებისაგან. ატმოსფერულ ჰაერს მტვრის ნაწილაკებისაგან, ხოლო ნიადაგს ამდიდრებს ორგანული საკვებით, რადგან დროთა განმავლობაში იგი გადაიქცევა ბუნებრივ ნეშომპალად. ამის საფუძველზე, ბიოლოგიურად აქტიურდება ნიადაგი და უმჯობესდება მისი ფიზიკური თვისებები.

მიწის ღია გრუნტის მულჩირება, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეებისა, განსაკუთრებით კი დიდი ქალაქებისთვის, გლობალური დათბობისა და სმოგის წარმოშობის საწინააღმდეგო მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებას წარმოადგენს.

მულჩი მიიღება მაგარი და რბილმერქნიანი მცენარეების მსხვილ და წვრილ ფრაქციებად დაქუცმაცებისგან. მუშავდება ეკოლოგიურად სუფთა ბიოორგანული თხევადი სასუქით – ორგანიკა. შეფერვა ხორციელდება აშშ–ს სტანდარტების შესაბამისი სპეც. საღებავით.

ასევე, ნიადაგის მულჩირება:
🔸 აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას;
🔸 იცავს ნიადაგს წყლისა და ქარისმიერი ეროზიისგან (ჩარეცხვა, გამოშრობა);
🔸 ხელს უწყობს ნიადაგში არსებული მიკრო და მაკრო ელემენტების მცენარეებისათვის ათვისებად მდგომარეობაში გარდაქმნის პროცესს;
🔸 ხელს უწყობს მცენარის ზრდასა და განვითარებას;
🔸 ერთი–ორად ზრდის მოსავლიანობას;
🔸 იცავს გარემოს მტვრის ნაწილაკებისგან;
🔸 არის ქარისადმი მდგრადი;
🔸 ამცირებს ნაყოფის დაზიანებას ძირს ჩამოვარდნის დროს;
🔸 ორგანულ მულჩს აქვს სასიამოვნო ფერი (ბუნებრივი ხის ფერი, წითელი, შავი, ყავისფერი) და ფაქტურა;
🔸 არ აქვს მტვერი და წვიმის შემდეგ არ ტალახდება;
🔸 არის ესთეტიკურად ძალიან ლამაზი.

წყარო: გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური

კომენტარი