საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარედ გიორგი დოხტურიშვილი დაამტკიცეს

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარედ გიორგი დოხტურიშვილი დაამტკიცეს

167
გაზიარება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა წარმომადგენლობითი ორგანოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე დაამტკიცეს. ამ თანამდებობაზე  საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი, გიორგი დოხტურიშვილი ერთხმად აირჩიეს.

გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისის საკრებულომ კომისიის თავმჯდომარეობიდან ერეკლე კუხიანიძე გადააყენა.

კომენტარი