სამგორის რაიონში 690 ოჯახს შეშა დაურიგეს

სამგორის რაიონში 690 ოჯახს შეშა დაურიგეს

82
გაზიარება

სამგორის რაიონში სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის შეშის დარიგების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

მეორე ეტაპზე ვარკეთილში, მესამე მასივში, ლილოში, ორხევსა და ქვემო სამგორში მცხოვრები 300 ოჯახის მყარი საწვავით (შეშა) უზრუნველყოფა ხდება. თითოეულ ოჯახს ორი კუბური მეტრი შეშა დაურიგდა.

გასული წლის ბოლოს, შეშის დარიგების პირველ ეტაპზე მყარი საწვავი 390 ოჯახმა მიიღო.

კომენტარი