მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყება

მიცკევიჩის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დაიწყება

207
გაზიარება

საბურთალოს რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რეაბილიტაცია კიდევ ერთ სკვერს ჩაუტარდება. მიცკევიჩის ქუჩა N17-ის მიმდებარე სკვერში შესაბამისი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნო და მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საბავშვო მოედანი, განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, საჩრდილობელი და სკვერისთვის საჭირო ყველა შესაბამისი ინვენტარი განთავსდება. აგრეთვე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდება.

პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 205 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარი