დიდუბეში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დაიწყო

დიდუბეში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დაიწყო

77
გაზიარება

დიდუბის რაიონის გამგეობამ რაიონში არსებული დაზიანებული სპორტული მოედნების აღდგენა დაიწყო. ამ ეტაპზე სამუშაოები ევდოშვილის ქუჩის N2/10-სა და გვეტაძის ქუჩის N4-ში მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, იცვლება დაზიანებული საფარი, მავთულბადე, ფეხბურთის კარები და ბადეები, ასევე, კალათბურთის ფარები.

აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პე ბე“ 293 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებს.

კომენტარი