გლდანის პირველ მიკრორაიონში სკვერს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ

გლდანის პირველ მიკრორაიონში სკვერს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ

68
გაზიარება

გლდანის პირველი მიკრორაიონის N14-N15 -N21 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 2 000  კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება.

პროექტის შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი,  დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არბა“ შეასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან  241 110  ლარია გათვალისწინებული.

გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ, ოთარ გრიგოლიასთან,  ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, პროექტის დეტალები გააცნო და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარი