ეკოლოგია ბორბლებქვეშ – მანქანებზე მორგებული ქალაქების პრობლემა

ეკოლოგია ბორბლებქვეშ – მანქანებზე მორგებული ქალაქების პრობლემა

144
გაზიარება

უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში გზები უშუალოდ მანქანებისთვის იგებოდა და არა ხალხისთვის: 12-ზოლიანი გზები, მრავალდონიანი ესტაკადები, პარკირების ადგილები, ასფალტირებული ზედაპირი ქალაქებში გაცილებით მეტია, ვიდრე მწვანე სივრცე. ახალი გზების დაგება, მეტროს სადგურების გახსნა არ წყვეტს ტრაფიკის პრობლემებს. დღესდღეობით, გლობალურ ტრენდად იქცა მიზანი – დაუბრუნდეს ქალაქის სივრცე მოქალაქეებს, მაგრამ ამისთვის ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციაა საჭირო. უნდა შემცირდეს პირადი ტრანსპორტის რაოდენობა, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს გაცილებით სწრაფი, ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ეკოლოგიური.

ვერ უარვყოფთ ტრანსპორტის პირდაპირ გავლენას ეკოლოგიასა და გლობალურ დათბობაზე. დღეს ეს პრობლემა ერთ-ერთი პირველია მსოფლიო ასპარეზზე. მაგალითად, პეკინში, მსოფლიოში ერთ-ერთ ეკოლოგიურად ყველაზე დაბინძურებულ მეგაპოლისში ექსპერიმენტი ჩაატარეს და ორი კვირით აკრძალეს ატომობილების გამოყენება. შედეგი გასაოცარი აღმოჩნდა: ქალაქმა ცისფერი ცა დაინახა, ხოლო ჰაერის დაბინძურების ინდექსის ნიშნული 160-დან 17-მდე დაიწია.

მსოფლიოს ქალაქებში უკვე მასშტაბურად იყენებენ ელექტრომობილებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში. მაგალითად ირლანდიაში, ქალაქ დანდიში უკვე ასობით ელექტროსამარშრუტო ტაქსი, დიდი ოდენობით პირადი ელექტრომანქანა და ელექტროგასამართი სადგურებიც სრულყოფილად ფუნქციონირებს.

მიუხედავად ყველა სირთულისა, განვითარება სწორი მიმართულებით მიდის. იცვლება შეხედულებები, ინერგება ახალი ტექნოლოგიები, ჩნდება ახალი პროფესიები, იფილტრება საჭირო და უსარგებლო. სატრანსპორტო ინდუსტრიაში ცვლილებების დროა.

კომენტარი