ვერაზე ახალ სპორტულ მოედანს აწყობენ

ვერაზე ახალ სპორტულ მოედანს აწყობენ

117
გაზიარება

ვერაზე, ფ. ლაპიაშვილის ჩიხში ახალი მულტიფუნქციური სპორტული მოედანი ეწყობა. ამ ეტაპზე, მთაწმინდის რაიონის გამგეობა არსებული სპორტული მოედნის დემონტაჟს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, 500 კვ.მ ფართობზე დაიგება ხელოვნური მწვანე საფარი, ახლით შეიცვლება ლითონის ბადეები, განახლდება ფეხბურთის კარები. ასევე, დამონტაჟდება კალათბურთის ფარებიც.

მიმდინარე სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას პროექტი გააცნო.

კომენტარი