რომელ ადგილზეა თბილისი მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებს შორის?

რომელ ადგილზეა თბილისი მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებს შორის?

189
გაზიარება

Numbeo წარმოადგენს მსოფლიოს ყველა დიდ მონაცემთა ბაზას, სადაც მომხმარებლები ათავსებენ თავიანთ მონაცემებს სხვადახვა ქვეყნებისა და ქალაქების შესახებ. ბაზა მოიცავს საცხოვრებელი პირობების ისეთ კომპონენტებს, როგორიც არის ჯანდაცვა, ტრანსპორტი, კრიმინალი, დაბინძურება და ა.შ.

ჩვენ მიერ წარმოდგენილი მონაცემები აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ასახავს, რომელიც ჰაერისა და წყლის სისუფთავის ხარისხის მაჩვენებელია, რომელზე დაყრდნობითაც თითოეულ ქალაქს ჯამური ქულა ენიჭება.

ამ მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ 2020 წლის დაბინძურების ინდექსით თბილისი, 74,99 ქულით, მსოფლიოში 72 – ე ადგილზეა.

რაც შეეხება ყველაზე დაბინძურებული ქალაქების ხუთეულს, შედეგები ასეთია :

  • ტეტოვო / მაკედონია (დაბინძურების ინდექსი : 97.33)
  • ქაბული / ავღანეთი (დაბინძურების ინდექსი : 96.61)
  • კატმანდუ / ნეპალი (დაბინძურების ინდექსი : 95,65)
  • ფარიდაბადი / ინდოეთი (დაბინძურების ინდექსი : 95,70)
  • აცრა / განა (დაბინძურების ინდექსი : 95,54)

აქვე წარმოგიდგენთ ყველაზე სუფთა ქალაქების ხუთეულს :

  • ჰელსინკი / ფინეთი (დაბინძურების ინდექსი : 12,65)
  • ველინგტონი / ახალი ზელანდია (დაბინძურების ინდექსი : 13,30)
  • კანბერა / ავსტრალია (დაბინძურების ინდექსი : 14,23)
  • ჰობარტი / ავსტრალია (დაბინძურების ინდექსი : 13,81)
  • ვიქტორია / კანადა (დაბინძურების ინდექსი : 14,88)

კომენტარი