ჩვენ გვაქვს ჩვენი ენა და დამწერლობა, ნუ მეტიჩრობთ – გოგა ჩანადირი

ჩვენ გვაქვს ჩვენი ენა და დამწერლობა, ნუ მეტიჩრობთ – გოგა ჩანადირი

8205
გაზიარება

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ავტობუსის ზოლში განთავსებულ ინგლისურენოვან წარწერასთან – BUS – დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ფოტოგრაფის აზრით, ქართულენოვანის ნაცვლად, ინგლისურენოვანი წარწერის განთავსება სახელმწიფო ენის უპატივცემულობაა. თანაც, BUS არ არის საერთაშორისო ნიშანი.

“როდის ვისწავლით სახელმწიფო ენის პატივისცემას?
როდის დავაწერთ ქართულად ავტობუსს?
ეწეროს ინგლისურადაც ტურისტებისთვის, მაგრამ ამ ქცეყანაში მხოლოდ უცხოელები არიან?
ვინ დაადგინა, რომ მარტო ინგლისური წარწერა უნდა იყოს და ეს სავალდებულოა?
ვინ დაადგინა, რომ bus საერთაშორისო ნიშანია? საერთაშორისო ნიშანი ავტობუსის გრაფიკული გამოსახულება ან A არის და არა bus.
ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში, საკუთარ ენაზე აწერენ ავტობუსის ხაზს.
ჩვენთან პატივს არ სცემენ იმ ენას, რის გამოც, აგერ, 40 წლის წინათ მთელი ერი ფეხზე დადგა.
ეს bus უწერიათ თბილისში, ბათუმში, წყალტუბოში და ლამის, ყველგან.
ჩვენ გვაქვს ჩვენი ენა და დამწერლობა, ნუ მეტიჩრობთ.” – წერს გოგა ჩანადირი.

კომენტარი