მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

86
გაზიარება

გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია იწყება. მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 850  კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება.

პროექტის შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი,  დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მშენებელი 2019“ შეასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 127 549 ლარია გათვალისწინებული.

გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ, ქეთევან ჯოხაძესთან,  ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, პროექტის დეტალები გააცნო და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარი